პრემიერ–მინისტრი ზუგდიდში „ვლაქერნობის“ დღესასწაულს ესწრება – ფოტოკოლაჟი

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი მაღალი თანამდებობის პირი ესწრება ამ დღესასწაულს,–ასე მიმართა ცაიშისა და ზუგდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ ზუგდიდში „ვლაქერნობის“ დღესასწაულზე მყოფ პრემიერ–მინისტრს.
მანვე მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილს დღესასწაულზე დასწრებისთვის და განაცხადა, რომ მიესალმება მთავრობის მეთაურის სურვილს–შეიწავლოს აფხაზური ენა.
„თქვენ ერთხელ თქვით, რომ აპირებთ შეისწავლოთ აფხაზური ენა. ამან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რადგან აქედან აფხაზეთი სულ რამდენიმე კილომეტრშია,“–აღნიშნა მეუფე გერასიმემ.
ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში შეკრებილ მომლოცველებს დღესასწაული მიულოცა ირაკლი ღარიბაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ სულ მალე „ვლაქერნობას“ აფხაზებთან ერთად ვიზეიმებთ.
„ის რომ ღვთისმშობლის კვართი საქართველოში ინახება, გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას. ჩვენ განსაკუთრებულად უნდა მოვეპყროთ ამგვარ სიწმინდეს და მადლობა ვუთხრათ უფალს ყველაფრისთვის. გილოცავთ დღევანდელ დღეს, გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს, გაძლიერებას და ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას. როგორც მეუფე გერასიმემ ქადაგებაში ბრძანა, ჩვენ ერთ დღეს შევალთ აფხაზეთში და ჩვენს დებთან და ძმებთან ერთად ვიზეიმებთ „ვლაქერნობას“,“–განაცხადა პრემიერმა.
საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, ცაიშისა და ზუგდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ ირაკლი ღარიბაშვილი და მისი ოჯახი დალოცა და მათ ღვთისმშობლის მფარველობა უსურვა.
„ამ დღის შემდეგ თქვენ იგრძნობთ ღვთისმშობლის დიდ მფარველობას. თქვენი აქ ყოფნა დასტურია იმის, რომ ვართ ერთიანნი. მინდა გითხრათ, რომ ტაძრის შესასვლელში თქვენს სახელზე ქვა დაიდება,“–მიმართა მეუფემ პრემიერ–მინისტრს და მას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსის ხატი აჩუქა.
„ვლაქერნობის“ დღესასწაულს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, სამეგრელო–ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ამაშუკელი დაესწრნენ.დღეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელის დადების დღესასწაული აღინიშნება. ღვთისმშობლის კვართი მუზეუმიდან გადააბრძანეს ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში, სადაც ცაიშისა და ზუგდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ საზეიმო ლიტურგია აღავლინა. მომლოცველებს მთელი დღის განმავლობაში აქვთ შესაძლებლობა, ემთხვიონ საქრისტიანოს ამ უდიდეს სიწმინდეს. „ვლაქერნობას“ უამრავი მომლოცველი ესწრება.

905781_884204945003916_161377509777415194_o

11028018_884205325003878_4735343648220518389_o

11698846_884205778337166_8148186607336707712_o

11699035_884206168337127_668922355931021714_o

11709982_884205315003879_3655946268703850928_o

11709999_884205698337174_1849274976479086980_o

11717437_884205805003830_1970426370490421200_o

11722330_884206098337134_1580365500234849295_o

11741080_884205965003814_695242343883662382_o

11741110_884205585003852_77008415153989099_o

11754305_884204978337246_7580031893583624815_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები