თბილისში წიწვოვანების ხმობის მიზეზების დასადგენად ფიტოსანიტარული კვლევა განხორციელდა

თბილისში და მის შემოგარენში წიწვოვანების მასობრივი ხმობის მიზეზების დასადგენად ფიტოსანიტარული კვლევა განხორციელდა. სპეციალისტებმა დაკვირვების შედეგად მავნებლები გამოავლინეს.
მწერი ქერქიჭამია და ალურები, ასევე ხარაბუზები (გამხმარე და ხმობაში შესეულ მცენარეებზე), სოკოვანი დაავადებები: შუტე (მიწის ზედა ორგანოებზე, ალტერნარიოზი და დიპლოდიოზი (პათოგენური სოკოები), ფიჭვის ფესვებზე ფიქსირდება ცილინდროკარპონოზი (სოკოვანი დაავადება). მართალია, ქერქიჭამია და სხვა მავნებელი არსებობდა ყოველთვის, თუმცა საკვების სიმწირის გამო (ორივე ფიჭვის კავკასიური და ელდარის შემთხვევაში) სიტუაცია უკიდურესად რთულია; ასევე ამ ფიჭვებისათვის თბილისი არ არის ბუნებრივი გავრცელების სარტყელი; მცენარეების იმუნური დასუსტება გამოიწვია დარგვის არასწორმა აგროტექნიკამ, ასევე 90-იანი წლებიდან მიმდინარე გლობალური დათბობის პროცესები შესამჩნევი გახდა, ეს უკანასკნელი კი შეიძლება გახდეს ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა მცენარეთა ხმობის თვალსაზრისით; წლების განმავლობაში არ ჩატარებულა გამოხშირვითი სამუშაოები და სანიტარული ჭრები, შესაბამისად, მცენარეთათვის საკვები არეალი მცირეა;
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აუცლებელია გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები: სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს გამოხშირვა; ზეხმელი მცენარეები   ეტაპობრივად უნდა მოიჭრას, რათა ეროზიული პროცესები არ განვითარდეს; გამოთავისუფლებულ ადგილებში შესარგავად უნდა შეირჩეს ფოთლოვანი მცენარეები, რომელიც ამტანია კლიმატის ცვლილების პროცესში და აქვს მაღალი რეზისტენტულობა; დაცული უნდა იქნას აგროტექნიკური მეთოდები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები