„სააკაშვილის ბოლო უკრაინაშიც იგივე იქნება, რაც საქართველოში“

სააკაშვილის ბოლო უკრაინაშიც იგივე იქნება, რაც საქართველოში, – ამის შესახებ ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი ვლადიმირ ბოიკო “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.

რამდენიმე დღის წინ ვლადიმირ ბოიკომ სოციალურ ქსელში დავით საყვარელიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, თუმცა, ეს ოფიციალურად არ დადასტურდა. რა შეიცვალა უკრაინაში მას შემდეგ, რაც მაღალ თანამდებობებზე ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნები დაინიშნენ, – ჟურნალისტი ვლადიმირ ბოიკო “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საუბრობს.

“ სააკაშვილი ძებნილია. უკრაინასა და საქართველოს შორის კი 1996 წლის 5 ნოემბრიდან სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივ საქმეებზე ორმხრივი დახმარების შესახებ დადგენილება მოქმედებს. სანამ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე იყო და მისი სამშობლო უკრაინის ხელისუფლებისგან ექსპრეზიდენტის ექსტრადირებას ითხოვდა, უკრაინა მოთხოვნის იგნორირებით შეთანხმებას დემონსტრაციულად არღვევდა. სააკაშვილის მიერ უკრაინის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაშიც ირღვევა დადგენილების 46-ე მუხლი, რომლის საფუძველზე უკრაინული მხარე ვალდებულია, საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის გამო სააკაშვილის სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინისთვის საქართველო რუსული აგრესიის ფონზე უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია, ის საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების იგნორირებას აგრძელებს. საკმარისია, პოროშენკომ პროკურატურაზე გავლენა დაკარგოს, რომ სააკაშვილი გისოსებს მიღმა აღმოჩნდება. ამიტომ საქართველოს ექსპრეზიდენტი თავისივე პირად უსაფრთხოებას ემსახურება. ღია დიალოგისთვის მზაობისა და კარგი განათლების გამო სააკაშვილს მართლაც ვაფასებ. მიუხედავად ამისა, მას, ისევე როგორც რატომ შესთავაზეს სააკაშვილს მაინცდამაინც ოდესის გუბერნატორობა, ნუთუ ვერ მოიძებნა თანამდებობა, რომელიც უფრო შეეფერებოდა? პასუხი ნათელია: ოლიგარქების შეთანხმების საფუძველზე, გასულ წელს ოდესის რეგიონი ოლიგარქ იგორ კოლომოისკის გავლენის ქვეშ იყო, ოდესას კი მისი პროტეჟე მართავდა. პოროშენკოს ერთი ხელის მოსმით კოლომოისკის კაცის თანამდებობიდან გათავისუფლების შეეშინდა, რადგან ეს ავტომატურად შეთანხმების დარღვევასა და გამოცხადებულ ღია ომს ნიშნავდა. ამიტომაც “ღირსეული” საბაბი მოიგონეს: თითქოს ოდესის გუბერნატორობა ქარიზმატულმა ქართველმა მოისურვა. ოლიგარქ კოლომოისკის გავლენის სფეროში სახელმწიფო ავიაციის სამსახურიც შედის, პოროშენკოს კი უნდა ამ ორგანოსაც მისი კაცი მართავდეს, თუმცა კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს მსგავს საკითხებში მონაწილეობის უფლება არა აქვს, უწყება მინისტრთა კაბინეტს ექვემდებარება. მიუხედავად ამისა, იანუკოვიჩი ავიაციის სამსახურის ხელმძღვანელად საკუთარ პროტეჟეს ღიად დანიშნავდა, თუმცა პოროშენკო ბევრად ჭკვიანია – ტრანსპორტის სამინისტროს სააკაშვილი აწვია. როდესაც სააკაშვილმა ნახა, რომ მიზანს მაინც ვერ აღწევდა, ტელეკამერების წინ ისტერიკა გამართა: სახელმწიფო ავიაციის ხელმძღვანელისგან ანგარიში მოითხოვა. ინციდენტს პრესაში სააკაშვილის მხარდასაჭერი პიარკამპანიები მოჰყვა. საბოლოოდ, იმისთვის, რომ მინისტრთა კაბინეტს გაცეცხლებული ქართველი ბიჭი დაეწყნარებინა, სახელმწიფო ავიაციის სამსახურის შემოწმება დაიწყო, მისი ხელმძღვანელი კი დროებით დაითხოვა. აი, ამისთვის სჭირდებოდა პოროშენკოს სააკაშვილი! გენერალური პროკურატურა კორუმპირებული ორგანო რომ არ იყოს, სააკაშვილზე საქმე დაუყოვნებლივ აღიძვრებოდა. არც ერთი კანონი არ აძლევს ხელმძღვანელს იმის შესაძლებლობას, რომ რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის მმართველობაში ჩაერიოს, საპარლამენტო კომიტეტების შეხვედრაზე კომენტარები აკეთოს და კოლეგებს თანამშრომლების თვალწინ შეურაცხყოფა მიაყენოს. სააკაშვილისა და მისი გუნდისთვის ელემენტარული სამართლიანობა არ არსებობს, ისინი ქცევის ნორმებს პატივს არ სცემენ. თუ სააკაშვილი და მისი გარემოცვა, განსაკუთრებით კი დავით საყვარელიძე, საჯაროდ უკრაინის კანონმდებლობის უპატივცემლობას არ შეწყვეტენ, თანამდებობებზე დიდხანს ყოფნა არ მოუწევთ. მიკვირს საყვარელიძე როგორ ახერხებდა საქართველოში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობას? მან პროკურორების კაბინეტების ჩხრეკა ყოველგვარი კანონიერი საფუძვლების გარეშე დაიწყო, მათ შორის, არც გენპროკურორის მოვალეობის შემსრულებლის, გუზირისთვის უცნობებია. ვერავითარი ქრთამი ვერ აღმოაჩინეს. საყვარელიძეს ერთი ნიუანსი გამორჩა: არ იცოდა, რომ უკრაინაში ჩხრეკის ჩასატარებლად მოსამართლის სანქციაა აუცილებელი. საქმეში პოროშენკოს ჩართვა გახდა აუცილებელი, რის შემდეგაც პროკურატურაში ამ საქმის შესახებ ინფორმაცია განადგურდა. – დარწმუნებული ვარ, პოროშენკო უახლოეს მომავალში ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი პრემიერად, დავით საყვარელიძე კი – გენერალურ პროკურორად დანიშნოს. მართალია, დღეს ჩვეულებრივი უკრაინელები სასწაულზე ოცნებობენ და სააკაშვილს მეტ-ნაკლებად ენდობიან, თუმცა, ვფიქრობ, სააკაშვილის ქმედებების ბოლო იგივე იქნება, საქართველოში იყო – სამართლებრივი დევნა და გაფრენა საზღვარგარეთ“,-აცხადებს უკრაინელი ჟურნალისტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები