საბერძნეთმა ევროკავშირის ზეწოლას ვერ გაუძლო

საბერძნეთმა ევროკრედოტირების პრაქტიკულად ყველა მოთხოვნა გაითვალისწინა და მომავალი თანამშრომლობის შესახებ ოფიციალური განაცხადი გააკეთა. ევროკომისიამ, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საბერძნეთის წინადებები უკვე შეისწავლეს. „როიტერის“ ინფორმაციით, ეს დოკუმენტი საკრედიტო პროგრამის შესახებ მოლაპარაკების საფუძველი გახდება.
საბერძნეთის პრემიერის ალექსის ციპრასის წინადადებებს საბერძნეთის პარალმენტმა პარასკევს გვიან ღამით მხარი დაუჭირა. ის ითვალიწინებს ეკონომიკური რეფორმების სამთავრობო პაკეტს, რომელიც ქვეყანაში არსებული კრიზისის დასაძლევად უნდა განხორციელდეს. გეგმა გადასახადების ზრდას და საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს.
ევროკრედიტირების მოთხოვნების გათვალისწინების შემთხვევაში საბერძნეთი ახალ კრედიტს – 53,5 მილიარდი ევროს ოდენობით 2018 წლის ივნისამდე მიიღებს. მანამდე საბერძნეთის ხელისუფლება კრედიტორების მოთხოვნის შესრულებაზე კატეგორიულ უარს აცხადებდა. ასევე 5 ივლისს ჩატარებულ რეფერენდუმზე კრედიტორების მოთხოვნას საბერძნეთის მოსახლეობის უმრავლესობამაც უარი უთხრა.
ათენმა უკან დაიხია, როდესაც საუბარი დაიწო ევროზონიდან ამ ქვეყნის შესაძლო გარიცხვაზე, როგორც სახელმწიფოსი, რომელიც საერთო ფინანსურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. ამჯამად ყველა პირობა არსებობს, რომ საბერძნეთისთვის ახალი დახმარების საკითხზე შეთანხმება შედგეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები