კულტურის მინისტრმა საქართველოში ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა
დღეს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა, საქართველოში ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ელიტა გაველეს უმასპინძლეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის, კულტურის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს. ელჩმა მინისტრს ამ მიმართულებით საკუთარი იდეები გაუზიარა.
მიხეილ გიორგაძემ საუბრისას აღნიშნა, რომ კულტურის სფეროში ორი ქვეყნის დაახლოებისთვის საჭირო ყველა ინიციატივას მიესალმება.