შვედეთის სიახლოვეს რუსული ბომბდამშენების გამოჩენის შემდეგ შვედეთის საჰაერო ძალებში განგაში გამოცხადდა

შვედეთის ხელისუფლებამ დადებითად შეაფასა ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების მზადყოფნა, როდესაც მისი ტერიტორიის სიახლოვეს ორი რუსული ბომბდამშენი „ტუ-22“ გამოჩნდა. გამოცემა Dagens Nyheter-ის ცნობით, რუსული საჰაერო ხომალდები შვედური კუნძულ გოტლანდის სიახლოვეს გამოჩნდნენ, რის შემდეგ ორი შვედური ავიაგამანადგურებელი Jas Gripen მათ შესაჩერებლად აფრინდა.
შვედეთის მემარცხენე პარტიის წევრმა იონას შოსტედტმა ამ ფაქტს „აგრესიული წვრთნები“ და „ნაციონალისტური და ავტორიტარული რეჟიმის ტიპური ქმედება“ უწოდა.
ამასთანავე, შვედეთში აცხადებენ, რომ ეს ფაქტი საკმარისია იმისთვის, რომ კუნძულ გოტლანდზე ანტისაჰაერო თავდაცვის სიტემები განთავსდეს. სტოკჰოლმში მიაჩნიათ, რომ ქვეითთა ერთი ასეული და საჰაერო ძალები ამ საფრთხის გაუვნებელყოფისთვის საკმარისი არ არის.
„იმის გათვალსიწინებით, რომ „ტუ-22“-ს შვედეთის საზღვარი არ დაურღვევია, არსებობს იმის საფრთზე, რომ რუსეთის წვრთნების საპასუხოდ ჩვენი ასეთი მოქმედება პროვოკაციად შეფასდეს. თუმცა თავდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, სჯობს დაუყოვნებლად ვიმოქმედოთ“, – განაცხადა შოსტედტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები