ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის საგასტროლო ტურნე

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით იწყება ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის საგასტროლო ტურნე. დღეს, თეატრი დასი მესხეთის (ახალციხის) სახელმწიფო დრამატულ თეატრს ეწვევა და წარმოადგენს სპექტაკლს „იხვებზე ნადირობა“. ტურნეს ფარგლებში, ივლისის თვეში ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მდებარე ექვს თეატრს ესტუმრება და მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები