საბერძნეთის ბანკებში ლიკვიდურობის მარაგი ორშაბათს დილით დასრულდება

არსებული ლიკვიდურობის მარაგი, რომელიც 1 მილიარდ ევროს შეადგენს, საბერძნეთის ბანკებს 6 ივლისის დილამდე ეყოფა. ამის შესახებ საბერძნეთის ბანკების კავშირის თავმჯდომარემ ლუკა კაცელიმ განაცხადა. ეს ნიშნავს, რომ მარაგის ამოწურვის შემდეგ ყველაფერი ევროპის ცენტრალურ ბანკზე იქნება დამოკიდებული. სწორედ 6 ივლისამდე საბერძნეთში ე.წ. საბანკო არდადეგები მოქმედებს. ის 5 ივლისის რეფერენდუმის წინ, ბერძნების უმრავლესობის მიერ ნაღდი ფულის გამოტანის სურვილის გამო დაწესდა.
EFSF-მა უკვე განაცხადა, რომ საბერძნეთში არსებული მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს როგორც დეფოლტი, ვინაიდან ქვეყანამ სავალუტო ფონდს 1.6 მილიარდი ევრო დროულად არ გადაუხადა. ახლა კი საბერძნეთის ბედი მოსახლეობის არჩევანზეა დამოკიდებული, რომელმაც კრედიტორებთან ქვეყნის მომავალი ურთიერთობის ბედი უნდა გადაწყვიტოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები