გიგლა აგულაშვილი ყაზბეგის ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობის პროექტს ადგილზე გაეცნო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ყაზბეგის ეროვნული პარკის ადმინისტრაციისა და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობის პროექტს ადგილზე გაეცნო.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, პროექტი გერმანიის მთავრობისა და გერმანიის განვითარების ბანკის KFW-ს მიერ ფინანსდება. ადმინისტრაციული შენობისა და ვიზიტორთ ცენტრის მშენებლობა მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყება და მომავალი წლისთვის დასრულდება.
ყაზბეგის ეროვნული პარკი ხელს შუეწყობს ტურიზმის განვითარებას რეგიონში. ვიზიტორებს საშუალება ექნებათ ადგილზე მიიღონ ინფორმაცია და დაგეგმონ ტურისტული მარშრუტები. ვიზიტორების რაოდენობის ზრდა ხელს შეუწყობს დამატებით შემოსავლებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები