ახალქალაქი-რკონის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქი-რკონის საავტომობილო გზის 4 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ლითანიშვილმა დაათვალიერა.
ამავე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება. ასევე, კიუვეტების, ეზოებში შესასვლელების, მიერთებების, საგზაო ნიშნებისა და ავტობუსების გაჩერებების მოწყობის სამუშაოებია დაგეგმილი. სარეაბილიტაციო მონაკვეთი კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებს ახალქალაქს, გარიყულას და ერთაწმინდას გაივლის, რომელიც ერთაწმინდის ტაძრის კომპლექსთან სრულდება.
სამუშაოები მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულება 2 478 700 ლარს შეადგენს. სამუშაობზე 40 ადამიანია დასაქმებული. პროექტის დასრულება ხელშეკრულების პირობების თანახმად 2016 წელს იგეგმებოდა, ინტენსიური მუშაობის შედეგად კი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები