ირინა სარიშვილი: ჩემს შვილს უთქვამს, ბეგი ვერ მოვა, მოკლესო…

„ჩემი შუათანა დაბრუნდა გამოცდიდან, მაგრამ მერე ისეთი რამე მითხრა, გული გამიჩერდა“ – წერს პარლამენტის ყოფილი წევრი ირინა სარიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. სარიშვილი საზოგადოებას იმ აბიტურიენტის შესახებ უამბობს, რომელიც ერთიანი ეროვნულ გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტზე ვერ გამოცხადდა.

„ჩემი შუათანა დაბრუნდა გამოცდიდან. კმაყოფილი ვარო, მითხრა და გამიხარდა. მაგრამ მერე ისეთი რამე მითხრა, გული გამიჩერდა.
როცა სიას კითხულობდნენ აბიტურიენტების, ერთი ბავშვი აკლდა. ელოდნენ კარგა ხანს… მერე გვარი გამოაცხადეს, ვინც აგვიანებდა – ბეგი მამალაძე.
არავის ახსოვდა და ჩემ შვილს უთქვამს, ბეგი ვერ მოვა, მოკლესო… ერთი თვეც არაა გასული მგონი.
არც ჩემი შვილი იცნობდა, უბრალოდ იცოდა და თქვა. ძალიან ცუდად გავხდი.
არ ვიცი, რატომ ვწერ ახლა ამაზე, იმიტომ რომ თქვენ გაგინაწილოთ რასაც ვგრძნობ და ცოტათი მომეშვას თუ იმიტომ, რომ ყოველთვის გვახსოვდეს: როცა ჩვენ გვიხარია, სადღაც უბედურებაა. და პირიქით. მაპატიეთ“, – წერს ირინა სარიშვილი.

18 წლის გაბრიელ მამალაძეს ხუთი სასიკვდილო ჭრილობა თანატოლმა დანით, 25 მაისს მიაყენა. შემთხვევა ნუცუბიძის პლატოზე მოხდა. ბეგი მამალაძე მკვლელობიდან რამდენიმე საათით ადრე, კლასის ბოლო ზარზე იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები