სასჯელაღსრულების სამინისტრო მსჯავრდებული ქალების შემოწმების პროცედურებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მსჯავრდებული ქალების შემოწმების პროცედურებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განმარტავს, რომ სრული შემოწმება უტარდებათ მხოლოდ იმ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს, რომელთა მიმართაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აკრძალული საგნების/ნივთიერებების (მობილური ტელეფონების, ბასრი და მჭრელი საგნების, ნარკოტიკების და სხვა) შეტანას ცდილობენ.

უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ღონისძიების ჩატარების მიზანს პენიტენციურ დაწესებულებაში აკრძალული ნივთების/ნივთიერებების შეტანის პრევენცია და დაწესებულებაში უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

“საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის საპარლამენტო ანგარიშში ერთ-ერთ საკითხად მითითებულია ქალი მსჯავრდებულების შემოწმების პროცედურა. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განმარტავს, რომ სრული შემოწმება უტარდებათ მხოლოდ იმ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს, რომელთა მიმართაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აკრძალული საგნების/ნივთიერებების (მობილური ტელეფონების, ბასრი და მჭრელი საგნების, ნარკოტიკების და სხვა) შეტანას ცდილობენ. ამ ღონისძიების ჩატარების მიზანს პენიტენციურ დაწესებულებაში აკრძალული ნივთების/ნივთიერებების შეტანის პრევენცია და დაწესებულებაში უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროცედურა გათვალისწინებულია ევროპის მინისტრთა კომიტეტის მიერ 2006 წლის 11 იანვარს დამტკიცებული ევროპული ციხის წესების 54-ე პუნქტით, რომელიც შემუშავებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლისა და წამების აღკვეთის კომიტეტის (ჩPთ) სტანდარტების საფუძველზე. საქართველოს კანონმდებლობა და პრაქტიკა ამ მხრივ სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან, კერძოდ ბრალდებული/მსჯავრდებულის სრული შემოწმება ტარდება სხვა პირებისაგან იზოლირებულად, იმავე სქესის შესაბამისი მოსამსახურეების მიერ. შემოწმების პროცესში დაცულია პატიმრის პატივი და ღირსება. სრული პირადი შემოწმების ან ნივთების შემოწმების თაობაზე დგება ოქმი, ოქმს ხელს აწერს ბრალდებული და დაწესებულების ის მოსამსახურე, რომელიც შემოწმებას აწარმოებდა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები