კულტურის სამინისტროსა და საპატრიარქოს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და შპს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ და კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ სურგულაძემ.
მემორანდუმი მიზნად ისახავს, განხორციელდეს ერთობლივი, ურთიერთშეთანხმებული საქმიანობა, საქართველოს კულტურის მოღვაწე პირთა ხარისხიანი ჯანდაცვის მომსახურების კუთხით. დოკუმენტი ხელს შეუწყობს ამ კატეგორიის პირთათვის მრავალპროფილური, ხარისხიანი და კომფორტული მომსახურების მიღებას. მემორანდუმს ხელი მოეწერა საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრში. მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ მინისტრმა დაათვალიერა სამედიცინო ცენტრი და მრავალშვილიანი დედები მოინახულა.