თეა წულუკიანი: კომპენსაციის სავარაუდო თანხაზე რუსეთის მთავრობასთან საუბარი ვერ შედგა

რუსეთიდან გამოძევებული ქართველების კომპენსაციის სავარაუდო თანხა 70 მლნ-ზე მეტი შეიძლება იყოს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაციით, საქართველოსა და რუსეთის მხარეებს, 2006 წელს, რუსეთიდან გამოძევებული ქართველების კომპენსაციის ოდენობაზე ერთობლივი დოკუმენტი უნდა შეემუშავებინათ.

წულუკიანის განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტი შემუშავდა, თუმცა, ცალმხრივად, რადგან ამ თემაზე რუსეთის მთავრობასთან საუბარი ვერ შედგა.

პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით კი, საქართველოს მთავრობა ჩამოყალიბდა, რომ კომპენსაციის სავარაუდო თანხა, შესაძლოა, 70 მილიონზე მეტი იყოს.

„სტრასბურგის სასამართლომ იმსჯელა ამაზე და გვიპასუხა, რომ სანამ კონსულტაციები გაიმართებოდა, კარგი იქნებოდა თუ მხარეები, მათ შორის, საქართველოც, ჩვენს პოზიციას წარვადგენდით. ეს პოზიცია ჩვენ შევიმუშავეთ, თუმცა, გამოვიდა ცალმხრივად, რადგან რუსულ ხარესთან საუბარი ვერ მოხერხდა – ვერც სტასბურგის სასამართლოს მეშვეობით, ამიტომ პრეცედენტულ სამართალზე შევიმუშავეთ სავარაუდო კომპენსაციის ოდენობები, 4 000-ზე მეტ შემთხვევაში. პრეცედენტულ სამართალზე დაყრდონობით ჩამოვყალიბდით, რომ კომპენსაციის სავარაუდო თანხა შესაძლოა, 70 მილიონზე მეტი იყოს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, 2006 წელს რუსეთიდან ქართველების კოლექტიურად გამოძევებისას, სტრასბურგის სასამართლომ 4 600-ზე მეტი ადამიანის უფლებების დარღვევა დაადგინა. 3 რუსეთის საპატიმროშია დაღუპული, როცა ქართველები დაკავებისას, დადეპორტებამდე, გაუსაძლის მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. როგორც დღეს თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან კოლექტიურად გამოძევებული ქართველების დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს პოზიციის ამსახველი დოკუმენტი დღეს წარადგინა და კომპენსაცია მოითხოვა. აღნიშნული დოკუმენტი 2014 წლის 3 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქმეზე − „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ − გამოტანილ გადაწყვეტილებას ეფუძნება, რომლითაც ქართველების უფლებების დარღვევის არაერთი ფაქტი დადგინდა.

ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთში ადმინისტრაციულ პრაქტიკას ჰქონდა ადგილი, რის შედეგადაც რუსეთიდან 4,634 ქართველი გამოაძევეს, რითაც მათ მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეოთხე ოქმის მე-4 მუხლი დაირღვა. კომპენსაციის ოდენობაზე შესათანხმებლად საქართველოსა და რუსეთის იუსტიციის სამინისტროებს 12-თვიანი ვადა მიეცათ, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, მხარეებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, წერილობითი მოსაზრებების წარდგენა დაევალათ. 12-თვიანი ვადა დღეს ამოიწურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები