წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის პრემიის მორიგი ტური თუშეთში გაიმართება

პრემია „ივერია“ თუშეთში: „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის პრემია – „ივერიის“ (წელიწადი მეორის) მეოთხე ტურის ღონისძიება გაიმართება. პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა კურთხევით, რომლის წელიწადი მეორის მეოთხე ტური იმართება თუშეთში.
ამ ტურის მასპინძელი ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ზვიადაურია, რომელიც საკუთარი ინიციატივით ჩაერთო პროექტში .
„ეს პროექტი ერთ-ერთი ყველაზე ეროვნულია და ყველა პოეტი, მწერალი და, რა თქმა უნდა, ხატმწერი, მხატვარი და ფოტოხელოვანი უნდა ჩაერთოს, რადგან ჩვენი ეპოქის ცხოვრების აღმწერები არიან. მსგავს პროექტებს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი კულტურისა და სულიერების განვითარებისთვის. ამ პროექტს კიდევ იმიტომ ვმასპინძლობთ, რომ თუშეთის პოპულარიზაცია მოხდეს და ასევე ადგილობრივი პოეტებისა და ხელოვანების შემოქმედება გავაცნოთ საქართველოს. რა თქმა უნდა, თუშურ ფოლკლორსაც ჩავრთავთ და ტურიც ძალიან სასიამოვნო და ლამაზი გამოვა, ისეთი, როგორიც ამ პროექტს შეეფერება“, – განაცხადა ზურაბ ზვიადაურმა.
ღონისძიებაზე სამთავრობო სტუმრებიც არიან მოწვეულნი: ირაკლი ღარიბაშვილი, სოზარ სუბარი, გია ჯაფარიძე, ზაქარია ქუცნაშვილი, გელა სამხარაული, გიგლა აბულაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე. ეს ტურიც, როგორც ყოველთვის, ახლაც საინტერესო შემოქმედებით დაკომპლექტდა, პოეტები: ბაჩო ზაქაიძე, ლადო ჭინჭარაული, aleqsandre SurRaia, გიორგი შიოშვილი, რევაზ oრბეთიშვილი, გიორგი რამაზაშვილი, ბაჩანა მერაბიშვილი (ფოტოხელოვანი), ზურაბ ბერძენიშვილი (მხატვარი), ნათია ნუკრაძე (ხატმწერი). როგორც ყოველ ტურს, ამ ტურსაც მოწვეული სტუმრები ეყოლება, რომლებიც წელიწადი პირველის გამარჯვებულები და მონაწილეები არიან: მაყვალა გონაშვილი, მანანა დუმბაძე, თინათინ მღვდლიაშვილი, თემურ ჩალაბაშვილი, ლევან ფანჩვიძე, ჯუბა ღებელი, თენგო ხუციშვილი, მაკა ბლიაძე, ზურაბ პაპიაშვილი, თამაზ სულაძე, ვანო პავლიაშვილი, ნათელა პაპუნაშვილი, ბექა სივსივაძე. „ეს პროექტი თავიდანვე ასე განისაზღვრა და მისმა უწმინდესობამაც ასე აკურთხა: ქართული პროზა-პოეზიის, ხატწერის, ხატვის და ფოტოხელოვნების შემოქმედების პოპულარიზაცია. აღდგენილიყო ხალხოსნობა, შემოქმედები მკითხველთან მივიდნენ და უშუალო და გონივრული ურთიერთობები დამყარდეს, რათა ერი საერთო ღირებულებების გარშემო გაერთიანდეს. პროექტში ყოველთვე მონაწილეობს ერთი განსაკუთრებული შესაძლებლობების ადამიანი, ანუ ე.წ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (იკითხება), ერთი მსჯავრდებული (პატიმარი), ერთი სასულიერო პირი და ოთხი პოეტი. ფორმატში მხოლოდ ერთი ცვლილება შევიდა წლევანდელი წლიდან – მისი უწმინდესობის კურთხევას შეუერთდა – „დარგე ხე“ და სადაც კი პროექტის ღონისძიება იმართება, იმ ქალაქში ან მხარეში ვრგავთ ბზის ნერგებს. ამ პატარა ბაღებს კი ილია მართლის (ჭავჭავაძის) ბაღებს ვუწოდებთ. ძალიან მნიშვნელოვანია თუშეთში მსგავსი პროექტის გამართვა, რადგან ადგილობრივებიც ჩაერთვებიან და ეს მათთვის, როგორც შემოქმედი ადამიანებისთვის მეტად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა პრემიისა და პროექტის დამფუძნებელმა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.
ღონისძიების პროგრამა ასე ჩამოყალიბდა: 4 ივლისი – თუშეთში ასვლა 15 საათზე. დაცული ტერიტორიის პრეზენტაცია და დათვალიერება სტუმართათვის. 5 ივლისი: 12 საათზე „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის პრემია – „ივერიის“ (წელიწადი მეორის) მეოთხე ტურის ღონისძიება. აღნიშნულ პროექტს ასევე მასპინძელობს ახმეტის მუნიციპალიტეტი და საკრებულო.
შეგახსენებთ, რომ პროექტი ხორციელდება 2013 წლის 28 ნომებრიდან და წელიწადი პირველის გამარჯვებული 19 ნომინანტი 2014 წლის 28 დეკემბერს გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები