პრემიერი: დაზარალებული მოსახლეობის დაბინავება მინდა, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სტიქიის დროს დაზარალებული მოსახლეობის სწრაფად დაბინავების პირობას დებს და აცხადებს, რომ აღნიშნულ პროცესში მთავრობა ჩართულია.
აღნიშნული განცხადება ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
“მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ მთავრობა ჩართულია და ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს დაზარალებული მოსახლეობის განსახლების გეგმას, მათ დაბინავებას. მინდა, რომ ეს მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულდეს. დღეს გვესწრება ქალაქის მერი დავით ნარმანია და მე ვიცი, რომ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რაც შეიძლება მოკლე ვადებში დასრულდეს დაბინავებისა და განსახლების პროცედურები. ყველა ოჯახი, ვინც დაზარალდა ამ სტიქიის შედეგად, უნდა დავაბინაოთ, ახალი სახლები შევუძინოთ, ვისაც სჭირდება, გავურემონტოთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები