საბერძნეთში მყოფ ქართველებს საგარეო უწყება პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე საბერძნეთში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა.

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი იმყოფება ათენში და აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს ხელისუფლებასთან.
„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საბერძნეთშია, სადაც იმართება შეხვედრები იქ დანიშნულ ჩვენს ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დიასპორულ ორგანიზაციებთან, შესაბამისად, ჩვენ ამ თვალსაზრისით გავაკეთებთ მაქსიმუმს, რათა ხელი შევუწყოთ მათ მიერ, ერთი მხრივ, ასე ვთქვათ მათი საქმიანობის გაგრძელებას, იქ მათ მიერ მისაღები თანხების უზრუნველყოფას, რომ გადმოგზავნის მხრივ არ შეექმნათ პრობლემა და ის დახმარება, რომლებსაც უწევენ ოჯახებს, შენარჩუნდეს“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები