წვიმა და ელჭექი – საქართველოში არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სინოპტიკოსები არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ. როგორც “კვირას” გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, უახლოეს დღეებში, წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი.
მათივე ინფორმაციით, ზოგ რაიონში სეტყვასაც ელოდებიან.
დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 25-30 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში – 29,30 გრადუსი. რაც შეეხება დედაქალაქს, უახლოეს დღეებში წვიმაა მოსალოდნელი, ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა კი, 31-33 გრადუსი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები