ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ველურ ბუნებაში ქურციკი დაიბადა

დღეს, ბოლო სამი წლის მონიტორინგის განმავლობაში პირველად მოხერხდა ქურციკების გამრავლების დამადასტურებელი ფოტოების გადაღება.

თავდაპირველად, მკვლევარებმა შენიშნეს მდედრი ქურციკი, რომელიც ერთ ადგილს არ სცილდებოდა, რითაც დასტურდებოდა პატარა ლიკლიკას არსებობა, მაგრამ მდედრი პატარასთან არ მიდიოდა. მკვლევარებმა დისტანცია გაზარდეს 500 მეტრამდე და შედეგმაც არ დააყოვნა – მდედრი პატარას მიუახლოვდა, ისიც წამოხტა და დედასთან ერთად გააგრძელა მოძრაობა. სწორედ ეს ფაქტი აღიბეჭდა ფოტოებზე.

ქურციკის აღდგენა დღეისათვის საქართველოს გარემოსდამცველების ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავია. ივრის ზეგანზე ეკოსისტემების გაჯანსაღება ამ ცხოველის გარეშე შეუძლებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები