თეიმურაზ მურღულიამ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი ნაწილის შესახებ შეხვედრა გამართა

ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი ნაწილის შესახებ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია დაესწრო.

ოფიციალური ინფორმაციით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დარგობრივმა ექსპერტებმა, ევროკავშირის დელეგაციას, ასოცირების შესახებ შეთანხმების გარემოსდაცვითი თავების ფარგლებში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები წარუდგინეს.

მხარეებმა გარემოსდაცვითი მმართველობის, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის, ჰაერისა და წყლის ხარისხის შესახებ იმსჯელეს. ევროკავშირის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საქმიანობა, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების კუთხით და ქართულ მხარეს ევროკავშირის კანონმდებლობაში განხორციელებული სიახლეები გააცნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები