გურამ ადამაშვილი კასპის სოფლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ განცხადებას ავრცელებს

არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიციიის” აღმასრულებელი დირექტორი გურამ ადამაშვილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების, კერძოდ, სარწყავის სიტემების მოწესრიგებისა და გაზიფიცირების შესახებ განცხადებას სოციალური ქსელით ავრცელებს.
“გუშინ კასპის რაიონის სამი სოფელი, კავთისხევი, ქვემო ხანდაკი და მირიანი მოვინახულე. მინდა აღვნიშნო, რომ განვითარების თვალსაზრისით ბოლო ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ შეცვლილია იქაურობა. მოგვარებულია მოსახლეობის ყოფითი პრობლემების მნიშვნელოვანი ნაწილი. სოფელ კავთისხევში დასრულებულია გაზიფიცირება, ხოლო დანარჩენ სოფლებში მიმდინარეობს ბუნებრივი აირის შეყვანა და სარწყავი სისტემების მოწესრიგება. არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიციის“ სახელით, მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებისთვის მინდა მადლობა გადავუხადო კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ბატონ გოჩა გოჩიტაშვილს”, – წერს გურამ ადამაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები