ქართველი სტუდენტების მიერ შექმნილი პროექტი პრაღის კვადრიენალეზე

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 18-28 ივნისს, 2015 წლის პრაღის რიგით მე-13 კვადრიენალეზე, სტუდენტურ სექციაში, სამხატვრო აკადემიის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი სახელწოდებით: „WAITING FOR…“. სტუდენტურმა პავილიონმა დამთვალიერებელთა და კრიტიკოსთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
2015 წლის პრაღის კვადრიენალეს კონცეფცია შედგებოდა სამი ძირითადი თემისგან – მუსიკა, პოლიტიკა, ამინდი.
პრაღის კვადრიენალე მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა სცენოგრაფიაში. სპექტაკლის მხატვრულ გაფორმებაზე თეატრალური წარმოდგენის დიზაინისა და სივრცეზე ფოკუსირებული ფესტივალი 1967 წლიდან ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება. კვადრიენალე ინოვაციური იდეებისა და ექსპერიმენტული პროექტების, საბალეტო, საოპერო, დრამატული და მულტიდისციპლინარული წარმოდგენებისათვის შექმნილი უნიკალური სივრცეა.
„WAITING FOR“… – კონცეფცია – საბჭოთა კავშირის პერიოდისთვის დამახასიათებელი ავტობუსის გაჩერება – ძველი ბეტონის კონსტრუქციითა და თანამედროვე კომფორტული წითელი სკამებით – რიგით მეცამეტე პრაღის კვადრიენალეზე ქართველი სტუდენტების მიერ შექმნილი პროექტი პოსტსაბჭოური ქვეყნებისთვის დამახასიათებელ თავისებურებას ეხება, რაც ტრადიციებსა და თანამედროვე მსოფლიოს ყოველდღიურობას შორის დისონანსს გულისხმობს. კონსტრუქციის ერთ კედელზე მონიტორი განთავსდა, რომელიც 1992-93 წლების აფხაზეთისა და 2008 წლის ომების კადრებს ასახავს. პროექტის კურატორი – ქეთევან შავგულიძე; პროექტის კოორდინატორი ბარბარე ასლამაზიშვილი – არტისტი, სცენოგრაფი. გუნდის წევრები: გიორგი უსტიაშვილი, გიორგი კოვზიაშვილი, მარიამ მუქერია, ნანა მერებაშვილი, ნინო ჭანკოტაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები