სტოლტენბერგის განცხადებით, ნატოს გაფართოება რუსეთისთვის შეურაცხყოფის მიყენებას არ ნიშნავს

ნატოს გაფართოება რუსეთის მიერ შეურაცხყოფად არ უნდა განიხილებოდეს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისი თქმით, ნატო რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას ცდილობდა, მაგრამ ეს პროცესი ურთიერთპატივისცემაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ამის შესახებ სტოლტენბერგმა Süddeutsche Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა. „პოლონეთის, ესტონეთის, ლიტვის და ლატვიის მოსახლეობამ ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო. ალინსი მათ ამაში უარს ვერ ეტყოდა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ქვეყნები რეგიონში მდებარეობენ, რომელსაც რუსეთი თავისი გავლენის სფეროდ მიიჩნევს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი განცხადებით, მას შემდეგ, რაც დასრულდა „ცივი ომი“, ალიანსში შემავალმა ქვეყნებმა რუსეთთან დაახლოების გადაწყვეტილება მიიღეს. ეს იყო „დიდი შვიდეულის“ „დიდ რვიანად“ გარდაქმნა და რუსეთის ფედერაციასთან ტვირთბრუნვის გაძლიერება. შეგახსენებთ, ამჟამად ნატო და დასავლეთი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ უკანონო ქმედებებში ადანაშაულებენ, რომლებიც საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება. ექსპერტთა ნაწილი ამას „ცივი ომის“ პერიოდის დაბრუნებას უწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები