ვახტანგ მაისაია: თეთრაძის საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპული საერთაშორისო სასამართლო და ჰააგის ტრიბუნალი უნდა იხილავდეს

სამხედრო ექსპერტი და ყოფილი პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია ფიქრობს,რომ სერგო თეთრაძის საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპული საერთაშორისო სასამართლო და ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალი უნდა იხილავდეს. ამის შესახებ მაისაია ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
“თეთრაძის სადისტური მკვლელობა, რომელშიც მონაწილეობდა სახელმწიფო, ანუ მისი მაშინდელი სადისტური ავტორიტარული რეჟიმი წარმოადგენს საერთაშორისო დელიქტს და მას უნდა იხილავდეს ადამიანის უფლებათა ევროპული საერთაშორისო სასამართლო და ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალი, როგორც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული და ყველა მასში მონაწილე და დამგეგმავი მონაწილე დამნაშავე უნდა გასამართლეს, ისევე როგროც ეს მოხდა 1948 წელს ნიუნბერგის საერთაშორისო სასამართლოზე (28 დამნაშავეზეა საუბარი). მაშინაც იყვნენ ადვოკატები და ნაცისტი დამნაშავეების მიმდევრები, რომლებიც ცდილობდნენ, აეცილებინათ მათთვის სამართლიანი სასჯელის აღსრულება და შემდგომშიც ხორციელდებობა ასეთი მიდგომები. ამოტომაც ამთ უნდა უთხრას საზოგადოებამ: “ნაციზმი არ გავა”…ზიგ ახალაის და და ზიგ კარდავას…ესენი არიან “შავო ორდენის”, ანუ ესესის მიმდევრები თავიანთი სადისტური გადახრებით…..ფრთხილად უნდა იყოს ქართული და საერთაშორისო საზოგადოება, რომ ნაციზმი არ დაბრუდეს და თუ დაბრუნდა, იარაღით ხელში ავლაგმავთ მას…. როგორც ამას ანტი-ნაცისტური წინააღმდეგობის წევრები ასრულებდნენ – აგვიხსეოთ გეიდრიხის საქმე. ძირს ნაციზმი, ძირს ქართული ნაციზმი, რომელიც ტროცკისტულ ბოლშევიზმითაა გაჟღენთილი“, -წერს ვახტანგ მაისაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები