არჩილ გამზარდია: არ მივესალმები ლგბტ ქორწინებებს
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია აშშ-ში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ეხმაურება და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მოსაზრებას ავრცელებს.
„მგონია, რომ ვინმესთვის ქორწინების მინიჭების უფლება სულაც არ ბღალავს ჩემს წარმოდგენას ქორწინებაზე. მე ტრადიციული ოჯახის მომხრე ვარ, მაგრამ თუ ვინმეს სხვა პოზიცია აქვს იურიდიული კავშირის ინტერესი და სურვილი გააჩნია თავის პარტნიორთან, პრინციპში, მისი საქმეა. არ მივესალმები ლგბტ ქორწინებებს, მაგრამ ჩემთვის არაა მიუღებელი ვინმეს მხრიდან მსგავსი სურვილი ან უფლება“, – წერს არჩილ გამზარდია.