აშშ-ს სპეცსამსახურების მიერ საფრანგეთის ხელისუფლებაზე თვალთვალის შესახებ WikiLeaks-ი ახალი მონაცემების გამოქვეყნებას აპირებს
ხვალ აშშ-ს სპეცსამსახურების მიერ საფრანგეთის ხელისუფლებაზე თვალთვალის შესახებ ინტერნეტგვერდი WikiLeaks-ი ახალი მონაცემების გამოქვეყნებას აპირებს. რუსული ტელეარხის გადაცემა “ვესტის” კორესპონდენტმა საიტის დამფუძნებელ ჯულიან ასანჟთან ინტერვიუ ჩაწერა.
ასანჟის განცხადებით, ვებგვერდ WikiLeaks-ზე მუშაობას არ შეწყვეტს. ამერიკა დაზვერვისა და სხვა ქვეყნების თვალთვალის ასპექტებში ლიდერი სახელმწიფოა, რასაც პოლიტიკური და ეკონომიკური მიზნებისთვის იყენებს.
ცნობილია, რომ ვებგვერდმა 23 ივნისს საფრანგეთის ყოფილი და ამჟამინდელი პრეზიდენტების შესახებ ამერიკის უშიშროების ეროვნული სააგენტოს მონაცემები გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ WikiLeaks — საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც აქვეყნებს ანონიმური წყაროებიდან მოპოვებულ, ჩვეულებრივ ხელმიუწვდომელ დოკუმენტებს. მისმა ვებ-გვერდმა ფუნქციონირება დაიწყო 2006 წელს და ეკუთვნის The Sunshine Press-ს. ამოქმედებიდან ერთ წელიწადში გვერდის მონაცემთა ბაზა შეიცავდა 1.2 მილიონ დოკუმენტს.