ე.წ. ისლამური სახელმწიფო ახალ წესებს ავრცელებს: 9 წლის გოგონების ცოლად მოყვანა და მათი მონებად ქცევა დასაშვები ხდება
ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ მუსულმანი მოსახლეობისთვის ახალი წესები გაავრცელა. რომლის მიხედვითაც, დასაშვები ხდება ცოლად 9 წლის გოგონების მოყვანა და მათი მონებად ქცევა. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა “დეილი მეილი” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სირიის დედაქალქში ისლამისტებმა პოსტერებიც გაავრცელეს და მოსახლეობას მოუწოდეს ქალიშვილებმა ჯიჰადისტებს სექსუალური მოთხოვნები დაუკმაყოფილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სიკვდილით დაისჯებიან.