რუსეთში, კემეროვოს ოლქში ვერტმფრენი ჩამოვარდა

სამი ადამაიანი დაიღუპა რუსეთში, კემეროვოს ოლქში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად. ვერტმფრენი Robinson R44, სავარაუდოდ, დაბალ სიმაღლეზე ფრენის დროს რაღაცას გამოედო, რამაც ავარია გამოიწვია. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ვერტმფრენის ბორტზე. ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციათა სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლები. ამჟამად სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხი წყდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები