რუსეთი მალაიზიური „ბოინგის“ დაღუპვის გამოსაძიებლად საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას ეწინააღმდეგება
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო Boeing MH-17-ის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის წინააღმდეგ გამოდის. როგორც „ინტერფაქსს“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გენადი გატილოვმა განუცხადა, ეს იდეა არის „არადროული და კონტრპროდუქტიული“.
საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის ინიციტივით ნიდერლანდები გამოვიდნენ. ჰოლანდიის ხელისუფლების ამ ინციატივის შესახებ ინფორმაცია სააგენტო „როიტერმა“ გაავრცელა. სააგენტოს რესპონდენტთა აზრით, გაეროს ტრიბუნალი არის საუკეთესო ვარიანტი, ვინაიდან ის ყველა დაინტერესებული მხარის თანამშრომლობის საშუალებას იძლევა. ლაინერის კატასტროფის ანგარიშის გამოქვეყნება ოქტომბერში იგეგმება. Malaysia Airlines-ის ლაინერი Boeing 777, რომელიც ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა, უკრაინაში 2014 წლის 17 ივლისს ჩამოვარდა. მის ბორტზე მყოფი 298 ადამიანი დაიღუპა. ოფიაციალური კიევი თვითმფრინავის ჩამოგდებაში პრორუს სეპარატისტებს ადანაშაულებს. თავის მხრივ, „ბოევიკები“ ამ ბრალდებებს უარყოფენ.