ჯონ კერი – აშშ მსოფლიოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას მოითხოვს
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს, რათა მსოფლიოში ერთსქესიანთა ქორწინებები დაკანონდეს.
შეგახსენებთ, 26 ივნისს აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ერთსქესიანთა ქორწინებები ამერიკის კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება. ამიტომ სხვადასხვა შტატი მას ვერ აკრძალავს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მთავარი კანონი ყველა მოქალაქეს მისი უფლებების დაცვის გარანტიას აძლევს.
„სასამართლოს გადაწყვეტილება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ნათელ სიგნალს აგზავნის. დისკრიმინაციაზე აგებულ ყველა კანონს სამართლიანობა დაამარცხებს. ჩვენ ამ მუშაობას სიამაყის გრძნობით გავაგრძელებთ იმ პროგრესის გამო, რომლის მიღწევა ჩვენს ქვეყანაში შევძელით. ამასთანავე, გვახსოვს იმ პრობლემების შესახებ, რომელთა გადაწყვეტა მომავალშია აუცილებელი“, – ნათქვამია ჯონ კერის განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზეა განთავსებული.