კუვეიტის თვითმფრინავმა ლონდონში საგანგებო დაფრენა განახორციელა
ავიალაინერმა, რომელიც ნიუ-იორკი – ელ-კუვეიტის რეისს ასრულებდა, ლონდონში საგანგებო დაფრენა განახორციელა. ამის შესახებ The Daily Mirror-ი იუწყება. ამის მიზეზი ერთბაშად ექვსი მგზავრის მოწამვლის შემთხვევა გახდა. ამასთანავე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავიაკომპანიების თანამშრომლები ტერაქტების საფრთხის გამო განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ნორვეგიული თვითმფრინავი საგანგებოდ დაჯდა ვარშავის აეროპორტში. მის ბორტზე საეჭვო ნივთი აღმოაჩინეს.