ტერორის პარასკევი – ტუნისსა და კუვეიტში მომხდარ ტერაქტებს, საერთო ჯამში, 67 ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)
ტუნისში და კუვეიტში პარასკევს მომხდარი ტერაქტების სერიას, საერთო ჯამში, 67 ადამიანი ემსხვერპლა. ტუნისში ელ-კანტაუის პლაჟზე 23 წლის სტუდენტმა ტურისტებს ცეცხლი გაუხსნა. სროლის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაიჭრა. თავად ტერორისტი ტუნისის სამართლადამცველი ორგანოების წარმომადგენლებმა მოკლეს.
დაახლოებით იმავე დროს ტერაქტი მოხდა კუვეიტის დედაქალაქის ერთ-ერთ მეჩეთში. იქ აფეთქების შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 200-ზე მეტი დაიჭრა. ორივე ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტულმა დაჯგუფებამ.
შეგახსენებთ, რომ პარასკევს ტერაქტი საფრანგეთშიც მოხდა, ამერიკულ გაზის კომპანიაზე თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.