დარდანელის სრუტეში სამგზავრო ლაინერი ტანკერს შეეჯახა

საოკეანო ლაინერი Celestyal Crystal-ი დარდანელის სრუტეში ტანკერს შეეჯახა. შეჯახება ღამის საათებში მოხდა, ლაინერზე არიან დაშავებულები.
ლაინერი საბერძნეთიდან სტამბოლში მიდიოდა. შეჯახების გამო ლაინერიდან ზღვაში საწვავი ჩაიღვარა. რა დაზიანებები მიიღო ტანკერმა, ჯერჯერობიოთ უცნობია.
ლაინერის ბორტზე 853 მგზავრი და ეკიპაჟის 382 წევრი იმყოფებოდა.
წინასწარი ვერსიით, შეჯახებაში ორივე გემის ეკიპაჟია დამნაშავე, ვინაიდან სრუტეში გემების მოძრაობის მართვის ცენტრმა ისინი შეჯახების საშიშროების შესახებ რამდენჯერმე გააფრთხილა.
დარდანელის სრუტე თურქეთს ევროპულ და აზიურ ნაწილებად ყოფს. ის ერთმანეთთან შავ და ხმელთაშუა ზღვებს აკავშირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები