საფრანგეთში გაზის ქარხანაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი მეორე პირიც დაკავებულია

ბუნებრივი აირის ქარხანაზე საფრანგეთში დღეს მომხდარ თავდასხმაში კიდევ ერთი ეჭვმიტანილია დაკავებული. პოლიციამ ის საკუთარ სახლში ქალაქ სენ-კანტენ-ფალავიეში დააკავა. თავის მხრივ, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზნევმა, რომელიც შემთხვევის ადგილას მივიდა, განაცხადა, რომ ტერორისტული თავდასხმის მომზადებასთან დაკავშირებული რამდენიმე პირია დაკავებული.

შეგახსნებეთ, რომ თავდასხმა საფრანგეთის ქალაქ იზერში მდებარე კომპანია Air Products-ის ქარხანაზე დღეს მოხდა. თავდასხმას სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რომლის ცხედარი ქარსნის სიხლოვეს აღმოაჩინეს. მოკლულს თავი ჰქონდა მოკვეთილი. გარდა ამისა, 10-მა ადამიანმა თავდასხმის შედეგად ჭრილობები მიიღო.

თავდასხმა ორმა ადამიანმა მოაწყო. მათ დანაღმული ავტომობილი გაზის ქარხნის შესასვლელთან განთავსებულ ბუნებრივი აირის ბალონებს შეაჯახეს, რის შედეგად აფეთქება მოხდა.

France TV Info-ს ინფრომაციით, ორმა ეჭვმიტანილმა უკვე განაცხადა ტერორირისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის შესახებ. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანუსა ოლანდმა ქვეყენაში უსაფრთხოების დამატებითი ზომების გატარების გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები