„სიკეთე ჩუმად უნდა გაკეთდეს“ – რატომ ყიდის გოგა ჩანადირი საკუთარ ფოტოებს?!

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ადამიანების დასახმარებლად აუქციონის წესით საკუთარი ფოტოების გაყიდვის ინიციატივით გამოდის და ფესიბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:
„ვიცი, რას ნიშნავს სიკეთე. ვიცი, რომ ის ჩუმად უნდა გაკეთდეს. მაგრამ არის შემთხვევები, როცა ის ხმაურდება, საჯარო ხდება. ამის გამო, არასიდეს არავინ დამძრახავს. ბოლოს და ბოლოს, 2 საქმეს მაინც ემსახურება – ხარობს ის, ვისთვისაც სიკეთე გაკეთდა და, ამასთან, ასეთი ქცევა გადამდებია. სხვას იმავეს გასაკეთებლად ახალისებს. დღეს ფეისბუქზე ბევრი იმ ადამიანის ფოტო ქვეყნდება, რომლებსაც სამკურნალოდ თუ სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად ან განათლების მისაღებად ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. ღმერთმა მოგვცა ძალა, რომ ყველამ ჩვენი უნარი და შესაძლებლობა მხოლოდ ჩვენს თავს არა, სხვებსაც მოვახმაროთ. ჩემი 1-1 შესაძლებლობა – ეს ფოტოების გადაღებაა. გადავწყვიტე, საჯაროდ, ფბ-ზე ჩემი ფოტოები გამოვიტანო და აუქციონის წესით იმ ადამიანებისთვის გავყიდო ხოლმე, ვისაც ფული სამკურნალოდ, სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ან განათლების მისაღებად სჭირდება. იქნებ სხვებიც შემოუერთდნენ ამ აქციას. საბოლოოდ, ვფიქრობ, რომ ფბ-ზე სოციალური აუქციონის გვერდიც გავაკეთო და დასახმარებლად სხვებმაც რამე წარმოადგინონ. ჩვენი უნარი და შესაძლებლობები მხოლოდ ჩვენ არ გვეკუთვნის. ვიცი, შეიძლება, ამ გამოსვლის გამო, გავილანძღო კიდეც, მაგრამ ჩემთვის მთავარი შედეგია – გვერდით დავუდგეთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება“, – წერს ჩანადირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები