კუვეიტში მეჩეთში მომხდარ ტერაქტს 15 ადამიანი ემსხვერპლა

კუვეიტის დედაქალაქში მდებარე შიიტურ მეჩეთში აფეთქება მოხდა. თვითმხილველთა თქმით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო.
ტერაქტის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა. Sky News Arabia-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე მივიდა კუვეიტის ემირი შეიხი საბახ ალ ახმედ ალ ჯაბერ ას-საბახი. ამავე წყაროს ცნობით, აფეთქებაზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“ აიღო.
ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ მუსულმან შიიტებს ერეტიკოსებს უწოდებს. ამ ორგანიზაციამ პასუხისმგებლობა აიღო ასევე საუდის არაბეთში გასულ კვირას მომხდარ ტერაქტებზე, რომლებიც ასევე შიიტურ მეჩეთებში მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები