ანგელა მერკელი – უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას პრორუსი სეპარატისტები უფრო ხშირად არღვევენ

უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს ორივე მხარე არღვევს, მაგრამ პრორუსი „ბოევიკები“ ამას უფრო ხშირად აკეთებენ. „უკრინფორმის“ ცნობით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ეუთოს სპეციალური მონიტორინგის ჯგუფის ანგარიშის მიხედვით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ორივე მხარე არღვევს, მაგრამ სეპარატისტები ამას უფრო ხშირად აკეთებენ“, – აცხადებს მერკელი. მერკელი ასევე ამბობს, რომ რეგიონში ბოლო დროს მდგომარეობა გართულდა. გერმანიის კანცლერი კვლავ მინსკის შეთანხმებების შესრულების აუცილებლობაზე საუბრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები