ტუნისში სასტუმროზე თავდასხმას სულ მცირე 27 ადამიანი ემსხვერპლა

ტუნისის ქალაქ ელ კანტაუიში ტურისტებზე ტერორისტების თავდასხმის შედეგად სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი რადიოსადგური Mosaique FM ტუნისის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. ამავე წყაროს ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა სასტუმრო Imperial-თან მდებარე პლაჟზე ტურისტებს ცეცხლი გაუხსნეს. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. ეს კურორტი განსაკუთერებით პოპულარულია ბრიტანელ ტურისტებში. თვითმხილველების თქმით, მათ პლაჟის მხრიდან რამდენიმე აფეთქების ხმაც გაიგეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები