ფრანსუა ოლანდი საფრანგეთში მომხდარ აფეთქებას ტერაქტს უწოდებს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი საფრანგეთის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარ აფეთქებას, რომელსაც, არსებული ინფრომაციით, ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ტერორისტულ ქმედებას უწოდებს.
“ეს არის ტერორისტული თავდასხმა, ამაში ეჭვი არ მეპარება”, – განაცხადა ოლანდმა.
მომხდარის გამო საფრანგეთს პრეზიდენტმა დატოვა ევროკავშის სამიტი და სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა.
ქალაქ სენ-კანტენ-ფალავეში, სადაც ამერიკულ გაზგადამამუშავებელ ქარხანასთან უცნობმა პირებმა ბუნებრივი აირის ავზები ააფეთქეს, ამ დროისთვის ანტიტერორისტული ძალები და პოლიციაა მობილიზებული. ფრანგული მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე არაბულწარწერებიანი დროშა აღმოაჩინეს. როგორც პოლიციაში განაცხადეს, დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილი, კიდევ ერთს კი ეძებენ. პოლიციაში აცხადებენ, რომ ერთ-ერთი ეჭვმიტანილი საფრანგეთის სადაზვერვო სამსახურისთვის ცნობილი პირია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები