ტერაქტი საფრანგეთის ქარხანაზე – ერთ ადამიანს თავი მოჰკვეთეს, რამდენიმე კი დაშავდა

საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, ქალაქ გრენობლის ერთ-ერთი ქარხნის შესასვლელთან უცნობმა პირებმა ბუნებრივი აირის ავზები ააფეთქეს.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, ტერაქტის შედეგად ერთ ადამიანს თავი მოჰკვეთეს, რამდენიმე კი დაშავდა. დაღუპულის ცხედრის გვერდით ისლამისტური წარწერებით დროშა აღმოაჩინეს. შემთხვევის ადგილზე უკვე გაემგზავრა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი, ბერნარ კაზენიოვი.
არაოფიციალური ინფორმაციით, ქარხნის ტერიტორიაზე მანქანით გამოსული ორი თავდამსხმელი არაბულწარწერებიან დროშას აფრიალებდა. ავტომობილი გაზის ცისტერნებს შეეჯახა და აფეთქდა. აფეთქება ადგილობრივი დროით 10 საათზე მოხდა. ირკვევა, რომ თავდამსხმელებს მცირე ზომის ასაფეთქებელი მოწყობილობაც ჰქონდათ.
ინციდენტის გამო, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ევროკავშირის სამიტი დატოვა და სამშობლოში გაემგზავრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები