სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მედიის თავისუფლებას დადებითად აფასებს

„თავისუფალი მედია არის ქართული საზოგადოების უდაოდ დიდი მონაპოვარი. დღეს მედია აბსოლუტურად თავისუფალია სამთავრობო გავლენებისგან. ჟურნალისტებს საშუალება აქვთ, საკუთარი პრინციპებისა და პროფესიული კეთილსინდისიერების შესაბამისად იმუშაონ, – ამის შესახებ საუბარია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების სფეროს ეხება.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თავისუფალი მედია ქართული საზოგადოების უდაოდ დიდი მონაპოვარია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად არის შეფასებული სიტყვის თავისუფლება და აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია IREX–ის მედიის მდგრადობის ყოველწლიური ინდექსით, ქვეყნის მაჩვენებლები, ევროპასა და ევრაზიაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
„დამოუკიდებელი მედია ძალზე აქტიურია და ის სხვადასხვა პოზიციას გამოხატავს. 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე მედიას წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს მოვლენების გაშუქების სრული უფლება ჰქონდა. ისეთმა ორგანიზაციებმა, როგორიცაა International Society for Fair Elections and Democracy, Transparency International/Georgia და GYLA გააკეთეს დასკვნა, რომ მედიასაშუალებების მუშაობა იყო დაბალანსებული და შეუზღუდავი.
ამ დასკვნის მიხედვით, 2014 წლის განმავლობაში არ იყო არც ერთი ცნობა პოლიციის მიერ ჟურნალისტზე განხორციელებული ფიზიკური ან ვერბალური ძალადობის შესახებ, ასევე არ დაფიქსირებულა გადაღებული მასალის ან ვიდეოკამერის კონფისკაციის ფაქტი ხელისუფლების მიერ. ანგარიშში ასევ მითითებულია, რომ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი ფაქტი, როდესაც ხელისუფლებამ გამოიყენა კანონი ცილისწამების შესახებ ან ეროვნული უსაფრთხოების საბაბი იმისთვის, რომ მასზე მომზადებული კრიტიკული მასალის გავრცელება აეკრძალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები