ევგენი პრიმაკოვი გარდაიცვალა
რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ევგენი პრიმაკოვი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. რუსული მედიის ცნობით, ბოლო დღეებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.
პრიმაკოვი რუსეთის დიპლომატიური, სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწეა. ის 1996-1998 წლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოლო 1998 – 1999 წლებში რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი იყო. პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ პრიმაკოვი სამეცნიერო საქმიანობით იყო დაკავებული.