აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ადამიანის უფლებების საკითხზე დასკვნას აქვეყნებს
აშშ-სახელმწიფო დეპარტამენტი მსოფლიო ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში 2014 წელს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხზე დასკვნას აქვეყნებს. დასკვნის მიხედვით, საქართველოში ჯერ კიდევ აქვს ადგილი საზოგადოებრივ და პიროვნებათშორის ძალადობას, მათ შორის ოჯახურ ძალადობას და პოლიტიკურად მოტივირებულ ძალადობას.
ასევე საუბარია გარკვეული რელიგიური ჯგუფების მხრიდან უმცირესობების მიმართ არატოლერანტულ დამოკიდებულებაზე.
„ციხეებში ადამიანების ყოფნის პირობები სათანადო არ არის, სასამართლო გადაწყვეტილებებზე პოლიტიკური გავლენა შეინიშნება, ასეევე არამოტივირებულად გამოიყენება ელექტრონული თვალთვალის საშუალებები, ხდებოდა ძალადობა პოლიტიკოსებზე 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს. საუბარია ასევე დევნილებისთვის და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის არასათანადო საცხოვრებელ პირობებზე“, – ნათქვამია ანგარიშში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, პრობლემატურად რჩება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები. ასევე საუბარია შრომის კოდექსთან დაკავშირებულ პრობლემებზე და დასაქმებულთა უფლებების დარღვევაზე.