ალასკაზე მომხდარ ავიაკატასტროფას 9 ადამიანი ემსხვერპლა

ალასკაზე მომხდარ ავიაკატასტროფას თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 9 ადამიანი ემსხვერპლა. სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ ინფორმაციით, მცირე ზომის საექსკურსიო თვითმფრინავი ელას ტბასთან ჩავარდა. დაღუპულთა შორის 8 ტურისტი და ერთი პილოტია. ამავე წყაროს ცნობით, დაღუპული ტურისტები ალასკაზე გემით ჩავიდნენ, რომელიც სიეტლიდან 20 ივნისს გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები