სოჭში, სადაც გუშინ ძლიერი წყალდიდობა მოხდა, სამაშველო სამუშაოების ჩატარების დროს მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გამოცემა glavcom.ua-ს ინფორმაციით, ეს 35-40 წლის მამაკაცია. ამჟამად მისი გარდაცვალების მიზეზის დგინდება. ამასთანავე, გრძელდება მოსახლეობის ევაკუაცია დაზარალებული რაიონებიდან. საგანგებო სიტუაციების გაჩენის შემთხვევაში ქალაქის მოსახლეობას სპეციალური სასიგნალო მოწყობილობებით გააფრთხილებენ.
„ლენტა.რუს“ ცნობით კი, დღეს მდგომარეობა სოჭში დასტაბილურდა, წყლის დონემ ოდნავ დაიკლო. თუმცა წვიმა ჯერ კიდევ გრძელდება. მთლიანად წყალდიდობის სალიკვიდაციო სამუშაოებში 1800 ადამიანი და 450 ერთეული ტექნიკა იყო ჩართული. აღდგენილია ადლერის აეროპორტის და რკინიგზის სადგურების მუშაობა. წყალდიდობა სოჭში ხუთშაბათს მოხდა. რამდენიმესაათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად ადლერში საცხოვრებელი სახლები და ქუჩები დაიტბორა.