26 ივნისი

10:30
პორტალ “კვირას” პრესკლუბში დიმიტრი ლორთქიფანიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სტიქიის შედეგები და პოლიტიკური მანიპულაციები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
10:30
ფონდის ოფისში, მედიის წარმომადგენლებთან დისკუსია გაიმართება, თემაზე: “მედიის როლი და გავლენა წინასაარჩევნო პროცესზე”. დისკუსიაში მონაწილეობას საქართველოში მოქმედი მედიასაშუალების წარმომადგენლები და ახალგაზრდა ჟურნალისტები მიიღებენ.
10:30
“ჰოლიდეი ინნ-ში” სახალხო დამცველი პრევენციის ეროვნული მექანიზმის წლიური ანგარიშის და ნპმ-ის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.
11:00
სუპერმარკეტში „სმარტი“ და „საქართველოს კულინარიის აკადემია“ ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდებიან. მისამართი: ცინცაძის #37
11:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტის” ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე და ადვოკატი როინ მიგრიაული ბრიფინგს გამართავენ. თემა: „სითი პარკი“ აგრძელებს დანაშაულებრივ საქმიანობას.
E1
11:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, 2015-2016 სასწავლო წლისათვის „მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის“ მიმდინარეობასთან დაკავშირებით, მინისტრი თამარ სანიკიძე პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უზნაძის 52
11:00
პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი
11:00
სასტუმროში “ამბასადორი”, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის “გლობალ აგროs” ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით მოქმედ წისქვილკომბინატების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი გახსნის. საკონტაქტო პირები: ნანა ჩინჩილაკაშვილი 599 50 26 19; ქეთი კუბლაშვილი 599 51 46 43
11:00
საქალაქო სასამართლოში ე.წ.კაბელების საქმეზე პროცესი გაიმართება.
11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ბრიფინგს გამართავს. თემა: წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მანკიერი პრაქტიკა სასჯელაღსრულების სისტემაში.

11:30
პროკურატურასთან ყრუ-მუნჯთა კავშირის წევრები აქციას გამართავენ. აქციის მოთხოვნაა: შეუჩერდეს უფლებამოსილება ყრუ-მუნჯთა კავშირის პრეზიდენტს და დაიწყოს გამოძიება კავშირის კუთვნილი ქონების გაყიდვასთან დაკავშირებით.
11:30
“პირველ პრესკლუბში” დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი თამარ ცინცაბაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებები, საბავშვო ბაღები, სტიქიის შედეგები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბა პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ბრიფინგს გამართავს. თემა: „ისლამური სახელმწიფოს” მიერ კავკასიის ტერიტორიაზე საკუთარი პროვინციის დაარსების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია- საფრთხეები, ხელისუფლების პოზიცია, შეფასებები.
12:00
საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება. ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი
12:00
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში, წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართება. მისამართი: გაგარინის მოედანი, მე-2 შესახვევი, მელიტონ ქანთარიას 11 ა. საკონფერენციო დარბაზი (ნულოვანი სართული). საკონტაქტო ნომერი: 2 38 20 13
E1
12:00
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, ა/ო “სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი” პროექტის „ინოვაციური მოქმედება გენდერული თანასწორობისათვის“ ანგარიშისა და შედეგების პრეზენტაციას გამართავს. მისამართი: გუდიაშვილის #7
12:00
“პირველ პრესკლუბში” „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ბრიფინგს გამართავს. თემა: მოსფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფების და ეროვნული ვალუტის გამყარების მიუხედავად საქართველოში საწვავის ფასი უცვლელი რჩება. მისამართი: წერეთლის #116, ბიზნეს-ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: სალომე ტორჩინავა 557 75 65 33
13:00
თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი თბილისის მერიის ორგანიზებული ტრენინგის “დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ამაღლება” მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეხვდება. მისამართი: 9 აპრილის ქ.№3, სასტუმრო “ციტრუსი” (პარლამენტის უკან) საკონტაქტო პირი: ნათია ლეშკაშელი -595 52 11 52
13:00
პარლამენტის უკან (პაემნის ბაღში), გიგი უგულავას სახლთან, ახალგაზრდული ორგანიზაცია „თავისუფალი თაობა“ აქცია-ბრიფინგს გამართავს. მოთხოვნა: გიგი უგულავას ოჯახმა გაგვცეს პასუხი,თუ როგორ დააგროვა მერობის პერიოდში 2 მილიონი დოლარი, რათა შეეძინა ისეთი ძვირადღირებული ბინა. მისამართი: ინგოროყვას №19. საკონტაქტო ნომერი: 571 80 00 0
14:00
ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, “ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი” ღია კარის დღეს გამართავს. დაინტერესებულ პირებს, მათ შორის სტუდენტებს, შესაძლებლობა ექნებათ, დაათვალიერონ ცენტრი. მისამართი: ქავთარაძის 21 ა

15:00
“თბილისი რუმსში” აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზემოქმედების შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია” (ICCAMGR) დაინტერესებულ მხარეთა საკოორდინაციო ჯგუფის მეოთხე შეხვედრას გამართავს, სადაც კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ეროვნული ჩარჩო პოლიტიკის შემუშავების და მისი ადგილობრივ დონეზე დანერგვის სისტემური გამოწვევები იქნება განხილული.
15:00
ვ. აბაშიძის მუსიკისა და დრამის თეატრში, საქველმოქმედო კონცერტებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და საქველმოქმედო კონცერტებში მონაწილე მუსიკოსები გაუძღვებიან.
17:00
ევროპის სახლში, არასამთავრობო ორგანიზაცია “ტოლერანტობის სამყარო”, ნარკოდამოკიდებულთა ადვოკატირების კამპანიის პრეზენტაციას გამართავს. მისამართი: თავისუფლების მოედანი 1 საკონტაქტო პირი: გიორგი მარჯანიშვილი 555 430 046
18:30
მარჯანიშვილის თეატრში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სასკოლო თეატრალური ფესტივალის გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართება.
19:00
საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავისადმი მიძღვილს გამოფენა “ქართველები მეორე მსოფლიო ომში” გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები