“დინამოს” სტადიონთან მომხდარი ავარიისას ორი ადამიანი დაშავდა

 თბილისში, “დინამოს” სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. “მერსედესის” მარკის ავტომობილი ყვითელ ავტობუსს შეეჯახა. აღნიშნულის შედეგად ორი მგზავრი მსუბუქად დაშავდა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები