სოლნეჩნოგორსკში სკოლის მოსწავლის ცემის ფაქტზე 18 წლის გოგონა დააკავეს
18 წლის ნადეჟდა კისელიოვა, რომელმაც რუსეთის ქალაქ სოლნეჩნოგორსკში სკოლის მოსწავლე სცემა და ეს ვიდეოზე გადაიღო, დაკავებულია. როგორც ირკვევა, მას პირობითი სასჯელი უკვე აქვს.
„კისელიოვას წინააღმდეგ აღძრულია სისსლის სამართლის საქმე „ხულიგნობის“ მუხლით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება“, – განაცხადეს სოლნეჩნოგორსკის შინაგან საქმეთა სამმართველოში.
როგორც ცნობილია, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ახალგაზდების ჯგუფი ადგილობრივი სკოლის მოსწავლეს შეურაცხყოფას აყენებს. მათ გოგო ერთ-ერთ მიგდებულ სახლში შეიტყუეს, შემდეგ გააშიშვლეს და სცემეს. ეს ყველაფერი კი მობილური ტელეფონით გადაიღეს.