ბესარიონ ტუღუში – საპატრიარქოს განცხადებები, სიშტერის აპოგეა!

სასულიერო პირი ბესარიონ ტუღუში ზარების გადადნობასთან დაკავშირებით საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და განცხადების პათოსს არ იზიარებს. სასულიერო პირი ვრცელ, მწვავე მიმართვას ფეისბუქის პირად გვერდზე აკეთებს.

“არ მინდოდა არაფრის დაწერა კრიტიკულის, რადგანაც ამხელა ტრაგედია დატრიალდა თბილისში, ღმერთმა აცხონოს მათი სულები. მაგრამ უკვე ყოველგვარ ზღვარს სცდება სამღვდელოების და საპატრიარქოს განცხადებები, სიშტერის აპოგეა!

თქვე დალოცვილებო, რომ აცხადებთ, ეკლესიის ზარები გადაადნეს და იმ ფულით აშენდა ზოოპარკიო და ამიტომ მოხდა სტიქიაო, თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ? კანონიერი ქურდების აშენებულია 70 პროცენტი ეკლესიების, მოპარული და ნაყაჩაღარი ფულით, მივიდეთ მაშინ და დავანგრიოთ ეკლესიები, რადგან ცოდვიანი ფულით არი აშენებული. საპატრიარქოს შენობა, სადაც ახლა ეგ ქვაბ – ავაზაკები

“მოღვაწეობენ”, უშიშროების შენობა იყო, სადაც უამრავი ადამიანი არის ნაცემი და ათასი საზიზღრობა ხდებოდა იქ. რა საშინელება ხდება. ქრისტე კაცთმოძულე გამოყავთ ამ ავაზაკებს. ზის პარლამენტის წინ სამღვდელოება და გაიძახის, არ გვინდა ჩიპიანი პასპორტებიო… ჩიპიანი პასპორტები კი არა, ის გააპროტესტეთ, ეპისკოპოსები ნაშებში რო დადიან, პიდა….თ რო გაიტენა საპატრიარქო და სამების ტაძარი, 100000- დოლარიანი ჯიპი თურმე ყოფილა ღვთის სათნო და ჩიპიანი პასპორტი სძაგს უფალს. ვაი თქვენს პატრონს, თქვენსას.

ქრისტე სიყვარულია, თქვე ტვინგამორეცხილებო, ქრისტე დამსჯელი ტერორისტი არ არის, ის სიმდაბლე, მოთმინება და მეგობრობაა. ხალხს ნუ აზომბირებთ და ნუ უშვებთ მთელ სამყაროს ჯოჯოხეთში. გასკდით უკვე, იმდენი ფული იშოვეთ და ხალხი მშიერია და ID ბარათი არის თურმე ჯოჯოხეთი. მახათას მთაზე რო მილიონებს ხარჯავთ ტაძრის აშენებაში, ის მილიონები ჯობდა უპატრონო ბავშვებისათვის მიგეცათ და თავშესაფარი აგეშენებინათ, და ერთი ადამიანის სულის გადარჩენა იქნებოდა ღვთისთვის სათნო. ამდენი მშიერი გყავთ ქვეყანაში და ამ საცოდავ ხალხს პენსიის ფულს ადებინებთ, რომ მღვდლები გაძღნენ (ყველას არ ეხება).

ხალხო, არ მოუსმინოთ ამ ავაზაკებს, გაზომბირებენ ეგენი თქვენ და იტყუებიან. ქრისტე სიყვარულია, ქრისტე სიხარულია. იყავით სიყვარულით ერთმანეთის მიმართ, გიყვარდეთ თქვენი ოჯახები, დაეხმარეთ გაჭირვებულებს და ეგაა ფორმულა ქრისტესი. ურთიერთარს სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი. სიყვარულია ყველაფერი. მორჩა, დაანებეთ ამ გაბურძგნულ ავაზაკებს თავი, რომლებსაც მაცხოვარი უსამა ბენლადენად გამოყავთ. თვითონ კი დაგულაობენ ზევით ქვევით, არ იკლებენ არაფერს. არქიფოებო, თქვენი დრო მალე დამთავრდებაა.გენაცვალეთ გულში, ქართველებო“,- წერს სასულიერო პირი ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები