არჩილ თალაკვაძე: ხელ-ფეხშეკრული ცოლის ნაცვლად პასუხს სახელმწიფო გაგცემთ…

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე საქართველოს შსს-ს და აშშ-ს მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიციის განახორციელების ფაქტს ფეისბუქის პირად გვერდზეც ეხმაურება.
“თუ ცოლს შეუკრავთ ხელ-ფეხს, სცემთ, ჩაკეტავთ აბაზანაში, ფარული კამერებით უთვალთვალებთ და პირს აუკრავთ წებოვანი ლენტით… რა თქმა უნდა, ის ვეღარაფერს გეტყვით, მაგრამ პასუხს გაგცემთ სახელმწიფო. თუ ქვეყანა დატოვეთ… ორი სახელმწიფო! (https://goo.gl/i2MVUg)
საქართველოს სამართალდამცავებმა აშშ სამართალდამცავ სამსახურებთან თანამშრომლობის შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ალირეზა საზეგარი დააკავეს, რომელსაც ბრალად ედება ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატის სისხლის სამართლის კოდექსის 273.5 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის ცემას, რომელმაც გამოიწვია სხეულის დაზიანება, გატაცებას, დამამძიმებელ გარემოებებში თავდასხმას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას იძულებით და/ან მოტყუებით, მოწმისათვის დანაშაულის გამჟღავნების ხელის აღებას“, – წერს არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები